სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა

დღევანდელი, 11 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ  31 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4 336 გახდა. ეს ბოლო პერიოდში გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 159 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 137 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,3 მილიონზე მეტი.

დატოვეთ კომენტარი