ივნისი 24, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

გიგი უგულავა მეოთხე პატიმრობის მოლოდინში

“ციხე მეოთხედ” – გიგი უგულავას ისევ პატიმრობა ემუქრება. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს “ქართული ოცნების” პროკურატურა ჩემპიონი ძიუდოისტის ცემაში ადანაშაულებს. აეროპორტის ცნობილი ინციდენტიდან უკვე წელიწანახევარია გასული და საგამოძიებო უწყებამ დავიწყებული საქმე სრულიად მოულოდნელად გააცოცხლა.

სასამართლომ დღეს უგულავას წინააღმდეგ ორი წლის წინ თაროზე შემოდებული საქმე განაახლა და პროცესი 13 მაისს ჩანიშნა. თუმცა, მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ საქმის პროკურორი კორონავირუსითაა ინფიცირებული და სასამართლო სხდომა გადაიდო. 

თავად გიგი უგულავასთვის ეს არგუმენტი ნაკლებად დამაჯერებელია. ამბობს, რომ “ოცნებას” როცა უნდა, სათადარიგო და ზედამხედველ პროკურორებს პოულობენ კიდეც და სასამართლოშიც გზავნიან.

ოპოზიციის ლიდერებიც დარწმუნებულები არიან, რომ ეს პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა, მითუმეტეს, რომ “ქართულ ოცნებას” მუხლზე, რომლითაც უგულავას ედავება, ამნისტია აქვს მიღებული. 

ცნობისთვის, შემთხვევა 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა, როცა გოკა გაბაშვილსა და გიგი უგულავას თავს 2 უცნობი პირი დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი