ივნისი 24, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

სოხუმში ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი მოკლეს

ოკუპირებული აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი ქემალ არძინბა სოხუმში მოკლეს.

როგორც აფხაზურ „ტელეგრამ”-არხებზე წერენ, ქემალ არძინბა სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ გარდაიცვალა.

ქემალ არძინბას სახელს უკავშირდება აფხაზეთში მომხდარი რამდენიმე კრიმინალური ინციდენტი. ადგილობრივი მედიის ცნობით, 2004 წელს მასზე თავდასხმა განხორციელდა. შარშან, როცა ცეცხლი გაუხსნეს ვლადისლავ არძინბას სახლს, სოცქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისროდნენ მოკლული ავტორიტეტების ნათესავები, რომლებიც თითქოს ქემალ არძინბას ეძებდნენ.

დე ფაქტო შს მინისტრის დიმიტრი დბარის ბრძანებით, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები სულ მზადყოფნაშია მოყვანილი. ჩაკეტილია ქალაქიდან გასასვლელი გზები. იღებენ ოპერატიულ ზომებს მომხდართან დაკავშირებული პირების გამოსავლენად და დასაკავებლად.

დატოვეთ კომენტარი