ივნისი 24, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

გამოვალთ განახლებული გუნდით და მოქალაქეებს ვეტყვით, რის გაკეთებას ვაპირებთ – თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის თქმით, ქართული ოცნება“ მომდევნო არჩევნებისთვის ქალაქებსა და სოფლებში მოქალაქეებს განახლებული პროგრამას გააცნობს.

ჩვენ, „ქართული ოცნება“ გამოვალთ განახლებული გუნდით, განახლებული პროგრამებით და თითოეულ ქალაქსა და სოფელში ჩვენს მოქალაქეებს ვეტყვით, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებითაც აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, რომ “მაღალი კონსენსუსით შეასრულებენ ყველა პუნქტს, რომელსაც პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად მოაწერეს ხელი”

“გუშინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კენჭისყრა მოხდა პარლამენტში, როცა ჩვენ “საარჩევნო კოდექსს” პირველი მოსმენით ვუყარეთ კენჭი. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ასევე თანხმობით, მაღალი კონსენსუსით შევასრულოთ ყველა ის პუნქტი, რომელსაც ხელი ერთად მოვაწერეთ პოლიტიკურმა პარტიებმა. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა, რომ ეროვნული ამოცანების გარშემო გავერთიანდეთ”, – თქვა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 92 ხმით არცერთის წინააღმდეგ, პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. 

დატოვეთ კომენტარი