ივნისი 24, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ჩამოდი, მიშა! ჩამოდი და გახდი პრემიერმინისტრი!-ხათუნა ხოფერია

დღეს 26 მაისია! ათი წელი გავიდა 2011 წლის სისხლიანი დამოუკიდებლობის დღის გვამებზე როკვით აღნიშვნიდან.
ცოტაც და, პარლამენტში ერთად იქნებიან ნაცები და ოცნება! საპარლამენტო პოსტებს დაიკავებენ ნაცლიდერები. კოალიციური მთავრობაც გვეყოლება! მიშაც ჩამოვა!
ისე, დღეს ბევრი ყვიროდა, რომ აღლუმის ჩაშლის მცდელობა( არა და, არც დაუპირებია ასეთი რამ ვინმეს) სახელმწიფოს ღალატი და მტრობააო… ყვიროდნენ ისინი, ვინც მაშინდელი “დამნაშავეების” დასჯის და მკვლელობის გამო სააკაშვილის დაპატიმრებას ითხოვდა, სულ რაღაც, ერთი-ორი კვირის წინ…
არა და, მე ხომ მინდოდა 2011-ში აღლუმის ჩაშლა… ანუ, მათი ლოგიკით მე ვყოფილვარ დამნაშავე. მიშა უდანაშაულო!
მიშა, მაპატიე, რომ 2011 წლის 26 მაისს თავი გაცემინე. შვილები დაგასახიჩრებინე. კვინტრაძეს და ასათიანსაც აპატიე, რომ შემოგაკვდნენ . ისიც მაპატიე, რომ ჩემი კონსტიტუციური უფლებების გამოყენებით გებრძოდი!
ჩამოდი, მიშა! ჩამოდი და გახდი პრემიერმინისტრი! ჩამოდი და.. თუ გინდა, საამებელ პოსტებს დაგიწერ, აი, ისეთს, ჩემი გადაცემული სიის ხალხი რომ პოსტავდა გუშინ ოცნების საამებლად!
რასაც გინდა დავაბრალებ, ვისაც გინდა. რუსეთის აგენტობას, კამბოჯელი მილიარდერისგან დაფინანსებას, ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას, თავსაფრიან ქალებს უნამუსობას, სოფლელებს- უტვინობას, უსწავლელობას, უკულტურობას!
ჩამოდი, შე დედამიქინძულო!
ჩამოდი! ნუ ააყროლებინე ეს ქვეყანა შენი გაპრავებისთვის ჩიხში შესულ და დასავლელი “მეგობრების” მძევლად ქცეულ ხელისუფლებას!
ნუ გააფარჩაკე ეს მადლიანი ქვეყანა! დავიჯერო, საერთოდ არ გაქვს ნამუსი? საერთოდ არ გიყვარს არაფერი ამ მიწა- წყალზე?
ჩამოდი და გადაგვიარე,, გვირტყი, გადაგვიღე ფარული კადრები…
გპირდები, რომ შემეშინდება და აღარასოდეს დაგიძახებ დორბლიანს, დონდლოს, ავადმყოფს, , მკვლელს, სისხლიანს, მძორს და ლოქოს….
ჩამოდი და დავამთავროთ!
ხომ ხედავ, არ პრავდები და ვერც თემიდან გტეხავენ ბიძინასავით! რა ხარ ასეთი დედააფეთქებული, რომ არ გადაშენდი არასდროს…
არა და, არ ჩამოხვალ! გეშინია ხო?… არ ენდობი ხომ შენიანებსაც კი? მართალი ხარ! მეც ვერ ვენდობოდი….
არა და, შეერთდნენ და გაერთსისხლხორცდნენ ეს სკამზე სინდის მინთხლეულები!
წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.
დატოვეთ კომენტარი