ივნისი 24, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოს მთავრობა, გეყურებათ?!- მანჩო გიორგობიანი

როდემდე არ დაინტერესდებით მედიკამენტების ფასებით ?!
საქართველოს პარლამენტი, თქვენთვისაც უცნობია სააფთიაქო ბიზნესის ღორობის პრობლემა?!
მართლა, კარგით რა, გეყოთ!!!
და მანდ , “საქართველოს მთავრობის” მონიშვნას ნუ მომიხსნის თქვენი დურაქი P.R.სამსახური!!!
Qeti Loladze
მივმართავ საქართველოს მთავრობას და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტს!
დღეს 4 ტაბლეტ წამალში 57 ლარი გადავიხადე…
ნუთუ ეს ფაქტი თქვენ არაფერს გეუბნებათ?!
ნუთუ არ გიჩნდებათ შეჭირვებული მოსახლეობისადმი სიბრალულის გრძნობა, რომ ბოლო_ ბოლო გამოერკვეთ საღათას ძილიდან და ხალხის საჭიროებასა და კეთილდღეობისაკენ წარმართოთ თქვენი ძალისხმევა?!
გაყიდულია ქართველი კაცი და ქართული ოჯახები ექიმ_ წამლებში, მკურნალობასა თუ სამედიცინო გამოკვლევებში…
ამიტომაც, თქვენ ჰუმანურ მხარეს მივმართავ და ხმამაღლა გეკითხებით:
ნუთუ არავის მოგდით აზრად, შეიმუშავოთ კანონპროექტი მედიკამენტების ფასების რეგულაციებზე?!
განა სწორედ თქვენი პირდაპირი მოვალეობა არ არის, გადახედოთ მედიკამენტების და სხვა სამედიცინო მომსახურეობების ფასებს და ხალხის მძიმე სოციალური ყოფიერების გათვალისწინებით მათი დარეგულირება მოახდინოთ?!
თუ გიჭირთ ამ მნიშვნელოვან და სენსიტურ პრობლემაზე მუშაობა, პრობლემაზე, რომლის გადაჭრასაც 2012 იდან გეხვეწებათ ხალხი, რაღას აცდენთ ტყუილა სკამებს, დაიხურეთ ქუდები და წადით სახლებში… ხალხის დაკვეთა კი იმან შეასრულოს, ვისაც ეს ხელეწიფება და შეუძლია..
დაწერეთ კანონპროექტი და გაიტანეთ კენჭისყრაზე, გახადეთ ღია და გამჭვირვალე პროცესები და გაასაჯაროვეთ , ვინ ლობირებს ამ ყაჩაღურ ბიზნესს…
კერძო მესაკუთრეობა სულაც არ ნიშნავს ხალხის უსულგულოდ და შეუბრალებლად დაყაჩაღებას იმის გამო, რომ ზოგიერთმა გაუმაძღარმა ბიზნესმენმა ამოიყოროს მუცელი…
გამოფხიზლდი ოცნება და მოჰკიდე ხელი ამ საჭირბოროტო პრობლემას, თორემ თვითმმართველობის არჩევნები კარზეა მომდგარი და არა მგონია, ეს ყურის მოყრუება ხალხის ხმისადმი სასიკეთოდ წაგადგეს…
წერს მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

 

დატოვეთ კომენტარი