29 მაისს, “ექსპო ჯორჯიაში“ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება. სანდო წყაროს ინფორმაციით, ღონისძიება ხვალ 5 საათზე დაიწყება. გახარიას პარტიას სახელად ერქმევა “საქართველოსთვის”. ყრილობაზე წარმოდგენილი იქნებიან დელეგატები საქართველოს ყველა რეგიონიდან. პრეზენტაციაზე გიორგი გახარია უკვე თანაპარტიელებთან ერთად ახალი ორგანიზაციის ხედვას გააცნობს საზოგადოებას. დამფუძნებლებს შორის იქნება დეპუტატი გიგი ხოჯევანიშვილიც. პარტიაში იქნებიან ახალი სახეებიც. მათ შორის: გიორგი გოგუაძე, რომელიც არასამთავრობო სექტორიდან მოდის, ყოფილი ელჩი ნატოში ლევან დოლიძე და განათლების საკითხთა ექსპერტი რუსუდან თევზაძე.
წყაროს თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ პარტიის რიგებში იქნება ცნობილი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, სიმართლეს არ შეეფერება, დიდი ალბათობით, გახარიას გვერდით, როგორც პარტიის წარმომადგენლები, არ იქნებიან ძმები არველაძეებიც, თუმცა მის მხარდამჭერთა შორის შეიძლება ვიხილოთ კიდეც.
გახრიას გუნდს უერთდება ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილიც. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს.
როგორც აბაშიშვილი აღნიშნავს, მისი და გიორგი გახარიას ხედვები ერთმანეთს ძალიან ემთხვევა.
“ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს!“- წერს აბაშიშვილი.
მეტი ამბები
8 Questions that Save You from finding yourself unhappy and Alone
Cool Guys Include Brand New Bad Men: Indications He’ll Break Your Own Cardiovascular System
The Organic Consumers Association: A Grassroots Nonprofit Unites Health-Conscious Folks In one common Reason