სექტემბერი 17, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

„ბავშვის, ქალის და ლგბტ უფლებები არ არსებობს“ -ვახტანგ მეგრელიშვილი

ოპოზიციური დეპუტატი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომელმაც ბავშვთა უფლებებსა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით, მეგრელიშვილის განცხადებების განხილვა მოითხოვა.

„უფლებები შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს, „ბავშვის უფლება“ (ისევე, როგორც ქალების, ლგბტ „უფლებები“ და ა.შ.) მოგონილია სოციალისტების მიერ ოჯახის საქმეებში სახელმწიფოს შესაძრომად. მე ასე ვფიქრობ. ამ კამათის საჯარო სივრცეში გატანა მნიშვნელოვანი ამოცანაა“, – წერს მეგრელიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ საფუძველზე ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ ბავშვთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადებების განხილვა მოითხოვა.

დატოვეთ კომენტარი