სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის

„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს წყვეტს და ორშაბათიდან აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში შესვლას აპირებს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი მედია ვასაძე ადასტურებს.

ვასაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რეგიონებში შეხვედრები გამართა და ხალხთან შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

„მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია შეხვდა აჭარის აქტივს, ვესწრებოდი მე ამ სხდომას, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრი. იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მაინც დაბალანსდა, რომ შესვლა არის საჭირო, არმც თუ საჭირო არამედ აუცილებელიც. ასე, რომ ხვალ არის მოწვეული „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, რეგიონების მოსაზრებები და შედეგები ალბათ შეჯამდება ამ სხდომაზე და მაღალი ალბათობით ჩვენ შევალთ როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში ასევე საქართველოს პარლამენტშიც, „გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია““, – ამბობს მედია ვასაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

დატოვეთ კომენტარი