სექტემბერი 17, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ვინ არის გენერალ გია გულუას ვაჟი

29 წლის სანდრო გულუა, აფხაზეთის ომში მონაწილე გენერალ-მაიორის გია გულუას ვაჟია. იგი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული განყოფილების უფროსია და მამის საქმეს ღირსეულად აგრძელებს.

სანდრო გულუა, ყოველ დღე სამსახურში მისვლამდე, მამის, გია გულუას სახელობის ქუჩაზე დადის.

გენერალი გია გულუა აფხაზეთის ომში ქვეყნის დასაცავად ყოველთვის წინა პოზიციებზე გმირულად იბრძოდა. აფხაზეთის ომის მეომრები მას გამორჩეულ პიროვნებად ახასიათებენ. ამბობენ, რომ იგი რიგით ჯარისკაცებთან ერთად ჭამდა და მათთან ერთად ეძინა.

გენერალ გულუას, იმ საფრთხის მიუხედავად, რომელიც მას ემუქრებოდა, ბრძოლის დროს გენერლის სამხრეები ერთი წუთითაც არ მოუხსნია.

გენერალ-მაიორი გია გულუა

„აფხაზი სეპარატისტები ,,ვარსკვლავებზე“ ნადირობდნენ. ერთი გენერლის სიკვდილი 100 რიგითის სიკვდილს ერჩიათ. ამიტომაც, მაღალი წოდების ადამიანები პოზიციებზე უბრალო მებრძოლის ტანსაცმლით გადიოდნენ.

გია ერთადერთი გენერალი იყო, რომელსაც ბრძოლის დროსაც არ მოუხსნია გენერლის სამხრეები. ჩვენთან ერთად ჭამდა, ეძინა – ასეთი გენერალი იქ არავის ახსოვს“, – იხსენებენ აფხაზეთის ომის მეომრები.

მამის გზა აირჩია მისმა უმცროსმა შვილმა. სანდრო გულუამ განათლება აშშ-ის სამხედრო პოლიციის აკადემიაში მიიღო და ახლა თავის ცოდნას და გამოცდილებას თავის ქართველ კოლეგებს უზიარებს. სანდრო გულუამ არა ერთი ნარკორეალიზაციის სქემა გაშიფრა.

„პირველ რიგში ფორმა ჩემთვის ნიშნავს იმ საქმის გაგრძელებას, რასაც მამაჩემი ემსახურებოდა. მე ბავშვობიდან ვიცოდი თუ რა იყო ფორმა და რა დიდი პასუხისმგებლობაა გერქვას პოლიციელი, 24/7-ზე იყო ხალხის სამსახურში. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს საშუალება ვიმუშაო იმ ქუჩაზე, რომელიც მამაჩემი სახელს ატარებს. აქ მოსვლა არის ერთგვარი სტიმული და მოტივაცია, რომ უფრო მეტი შევძლო და მეტი გავაკეთო ამ ქვეყნისთვის.

2012 წელს გავიმარჯვე კონკურსში და სწავლა გავაგრძელე აშშ-ს სამხედრო აკადემიაში, იქ მე მივიღე ის განათლება და გამოცდილება, რაც მე ყოველდღიურად მეხმარება ჩემს საქმიანობაში.

May be an image of 1 person

სანდრო გულუა – პოლიციის კაპიტანი

იმის მიუხედავად, რომ უკვე მქონდა მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება, მაინც გადავწყვიტე, რომ პოლიციაში მუშაობა დამეწყო ყველაზე დაბალ პოზიციაზე. დღესაც ვთვლი, რომ იქ მიღებული გამოცდილება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველდღიურად მადგება ჩემს დღევანდელ საქმიანობაში. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ვიყოთ კრიმინალებზე რამდენიმე ნაბიჯით წინ“, – ამბობს სანდრო გულუა.

დატოვეთ კომენტარი