სექტემბერი 17, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია

“არცერთ ჩემს კოლეგასთან არც კი მისაუბრია ამ საკითხზე”, – ასე პასუხობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია შეკითხვას, იქნება თუ არა ის თბილისის მერობის კანდიდატი. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა.

“არ არის ეს ის საკითხი, რომელზეც ამწუთას უნდა ვისაუბროთ. პრიორიტეტული არის, იყოს გამარჯვების კამპანია და ოპოზიცია ერთმანეთს არ ჭამდეს… არ მინდა ვიხილო, მე ვიყო თუნდაც კანდიდატი და ნებსით თუ უნებლიედ მომიწიოს ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და რაც ნამდვილად არ მინდა, დასუსტება ოპოზიციის. …მე, თუკი ვიქნები კანდიდატი და თუკი ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მართლა არ მინდა, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს წავართვა ხმები და ეს მოხდება. ეს მოხდება და ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დავასხამთ წყალს, რომ რეალურად პოლარიზაციისკენ მიდის…” – ამბობს ნიკა მელია.

დატოვეთ კომენტარი