სოციალურ ქსელ facebook-ში და არა – მხოლოდ, სპამურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „კოკა-კოლა“ გათამაშებას მართავს.
სწორედ ამიტომ კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia-მ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“მოგახსნებთ, რომ აღნიშნული ვებგვერდი გახლავთ თაღლითური სქემა, რათა მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია “კოკა-კოლა” არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერდანაშაულის შესახებ მიწოდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ-დანაშაულის დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მეტი ამბები
8 Questions that Save You from finding yourself unhappy and Alone
Cool Guys Include Brand New Bad Men: Indications He’ll Break Your Own Cardiovascular System
The Organic Consumers Association: A Grassroots Nonprofit Unites Health-Conscious Folks In one common Reason