ივნისი 24, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ოქტომბრის არჩევნებს ყურადღებით დავაკვირდებით – ჯინ შაჰინი

“აშშ ყურადღებით დააკვირდება ამ არჩევნებს”, – ასე პასუხობს სენატორი ჯინ შაჰინი “მთავარი არხის” ჟურნალისტის შეკითხვას, ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებთან დაკავშირებით. 

როგორც ჯინ შაჰინი ამბობს, ამ არჩევნებზე აშშ და ევროპა დამკვირვებლებს გამოგზავნიან:

“ოქტომბრის არჩევნები ნამდვილად იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დაკვირვების ქვეშ. აშშ ყურადღებით დააკვირდება ამ არჩევნებს. ვიცი, რომ ევროპა და აშშ გამოგზავნის დამკვირვებლებს, რომლებიც არჩევნების პროცესს უშუალოდ ადგილზე გაუწევენ დაკვირვებას. იმისათვის, რომ ეს არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, მნიშვნელოვანია რეფორმების სვლის გაგრძელდება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით”, – თქვა ჯინ შაჰინმა.

დატოვეთ კომენტარი