ივნისი 24, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

პანსიონის აღსაზრდელებს 14 წლის განმავლობაში დაბადების მოწმობებიც კი არ ჰქონდათ – ანა აბაშიძე

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ანა აბაშიძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებს, წლების განმავლობაში დაბადების მოწმობაც კი არ ჰქონდათ.

მისი თქმით, ასეთი ბავშვები, რომლებიც იურიდიულად არ არსებობენ, ტრეფიკინგის წყაროა. 

“მეუფე სპირიდონს, იმედი მაქვს, ძალიან მალე დუმილის უფლებაც ექნება.

2011 წელი არის პირველი თარიღი, როდესაც 1997 წლის შემდგომ, დაახლოებით, 14 წლის თავზე, პირველმა ბავშვმა მიიღო დაბადების მოწმობა, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 წელი ასეულობით ბავშვი ცხოვრობდა სადღაც სივრცეში, არც სახელი ვიცოდით, არც გვარი, არც ვინაობა და ეს ტრეფიკინგის წყაროა,”-აცხადებს ანა აბაშიძე. 

დატოვეთ კომენტარი