ივნისი 24, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

არ მესმის იმ ოპოზიციური ძალების, რომლებიც გიორგი გახარიას უპირისპირდებიან-ნინო ბურჯანაძე

არ მესმის იმ ოპოზიციური ძალების, რომლებიც გიორგი გახარიას უპირისპირდებიან – თუ მართლა იბრძოლებს გიორგი გახარია, ყველა პარტიასთან უნდა დაჯდე მაგიდის ირგვლივ და შემდეგ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლებაში გიორგი გახარია უნდა, „ნაციონალური მოძრობა“, ბურჯანაძე, „ქართული ოცნება“ თუ ვინ, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “დღის ნიუსრუმი” განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას აქვს პოტენციალი, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ხმები წაართვას.

„გიორგი გახარია თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ხმებს წაიღებს. შეიძლება რაღაც ნაწილი გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ხმებიც წაიღოს. მე არ მესმის იმ ოპოზიციური ძალების, რომლებიც გიორგი გახარიას უპირისპირდებიან. გიორგი გახარიას ახლა აქვს იმის პოტენციალი – ის წაიღებს „ქართული ოცნების“ ხმებს და რატომ უნდა შევუშალოთ ხელი გიორგი გახარიას, რომ მან წაიღოს „ქართული ოცნების“ ხმები და რაც შეიძლება მეტი დააკლოს პარტიას, რომ 43% ვერ მიიღოს, არ მესმის. ჩვენი ძირითადი სამიზნე „ქართული ოცნებაა“, მაგრამ ისიც არის, რომ სამწუხაროდ სიმართლეც უნდა ვთქვათ პარტიებმა თუ რას ვფიქრობთ ერთმანეთზე. ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ ოპოზიციური ერთობა შემდგარიყო.

ისეთი პარტიები ვისხედით ერთმანეთის გვერდზე, რომლებსაც საერთოდ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გვქონდა საერთო მიზნისათვის, ეს არ იქნება არც ბლოკი და არც ერთ პარტიად გაერთიანება, მაგრამ იმისათვის საბრძოლველად თუ მართლა იბრძოლებს გიორგი გახარია, რომ შეიცვალოს ოლიგარქიული მმართველობა და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს ყველა პარტიასთან უნდა დაჯდე მაგიდის ირგვლივ და შემდეგ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს გიორგი გახარია უნდა ხელისუფლებაში, „ნაციონალური მოძრობა“, ბურჯანაძე, „ქართული ოცნება“ თუ – ვინ.

გიორგი გახარია შეიძლება იყოს სათადარიგო გეგმა იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილს უნდა ვადამდელი არჩევნები და ლოგიკა ამაში იქნებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავად დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და თუ გონს არ მოვა ოპოზიცია ასეთ ვადამდელ არჩევნებს აუცილებლად წააგებს. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება ამაზე ითამაშოს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ გიორგი გახარია მისი პროექტი იქნება, მაგრამ ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

დატოვეთ კომენტარი