სექტემბერი 17, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

მივემგზავრები ვაშინგტონში-ნიკა მელია

ორიოდ კვირაში მივემგზავრები ვაშინგტონში და იქაც მექნება პერსონალური შეხვედრები სენატორებთან, კონგრესმენებთან და სახელმწიფო დეპარტამენტში – ეს განცხადება სენატორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.

თავად თბილისში მიმდინარე შეხვედრასთან დაკავშირებით კი ნიკა მელიამ თქვა, რომ საუბარი შეეხო ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს და გამოწვევას, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.

სენატორები ათვითცნობიერებენ, არიან კარგად ინფორმირებულები თუ რა სჭირდება სახელმწიფოს რომ ჩადგეს განვითარებული სახელმწიფოების რიგებში – ამბობს ნიკა მელია.

მისივე თქმით, დაინახა მზაობა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, რომ ქართველი ხალხი არჩევნებზე პირისპირ არ დარჩება “ქართულ ოცნებასთან” და ქვეყანაში საჭირო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვლენ:

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, რომ ოქტომბერში 103 დამკვირვებელი კი არ ჰყავდეს ქვეყანას, სწორედ ამდენი დამკვირვებელი იყო შარშან, არამედ იყოს 10-ჯერ და 15-ჯერ მეტი, რომ არ მივცეთ ამ ხელისუფლებას შესაძლებლობა მანიპულაციებისა. ოღონდ არა უშუალოდ არჩევნების დღეს, არამედ მანამდე. ამაზეც არ დაგიმალავთ და იყო ძალიან ხანგრძლივი საუბარი და მე ვხედავ მზადყოფნას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ამერიკაში დაკავდებიან ამ საკითხით” ამბობს ნიკა მელია. 

დატოვეთ კომენტარი