სექტემბერი 17, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

თუ ვადამდელისთვის ბრძოლა წავაგეთ, ბიძინა ივანიშვილი შეიძლება 2030 წლამდე დარჩეს – ნინო ბურჯანაძე

თუ ვადამდელისთვის ბრძოლა წავაგეთ, ბიძინა ივანიშვილი შეიძლება 2030 წლამდე დარჩეს”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ TV “პირველი”-ს გადაცემა “პოლიტიკურ პარასკევში” სტუმრობისას.

“ოპოზიცია ახლა კატასტროფულ ვითარებაშია, მოსახლეობას აქვს კატასტროფული იმედგაცრუება და თუ ჩვენ მათ ვერ დავანახეთ ოპოზიციური ერთობა, ვერ დავანახეთ, რომ მართლა ვიბრძვით ყველა – დიდი, პატარა, მანდატიანი თუ უმანდატო და ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რისთვისაც ხალხმა ხმა მოგვცა, ანუ ცვლილებებისთვის, ოპოზიციური ამომრჩეველი არ მოვა არჩევნებზე და “ქართული ოცნება” არჩევნებს მოიგებს და კატასტროფა ის კი არ იქნება, რომ ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნებს მოიგებს, ეს ხომ არის ბრძოლა ვადამდელი არჩევნებისთვის და თუ ვადამდელისთვის ბრძოლა წავაგეთ, ბიძინა ივანიშვილი შეიძლება 2030 წლამდე დარჩეს”– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დატოვეთ კომენტარი