სექტემბერი 17, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“დღესვე უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან” – მოსამართლის გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის შუამდგომლობა- ნინოწმინდის ბავშთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივი გაყვანის შესახებ, დააკმაყოფილა.

განცხადება PHR-მა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მათი თქმით, ეს ნიშნავს – “დაუყოვნებლივ, დღესვე, ამ წამს უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან” – თქვა ანა აბაშიძემ.

უფლებადამცველების ინფორმაციით, მოსამართლე ივანე ღლონტმა გადაწყვეტილება ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით მიიღო და დაინახა საფრთხე, რომელიც შესაძლოა გამოძიების დასრულებამდე არასრულწლოვნების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას დაემუქროს. 

საგანგებო ბრიფინგზე ანა აბაშიძე, მოსამართლის განმარტება წაიკითხა:

“ვიხელმძღვანელე რა მტკიცებულებებით, მათ შორის, თავად პანსიონატში მოთავსებული არასრულწლოვანი პირების განმარტებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე დაკმაყოფილდა შუამდგომლობა”.

უფლებადამცველ ანა არგანაშვილის განმარტებით, რადგან მათი ორგანიზაცია სპეციალური მოსარჩელეა შშმ ბავშვებისთვის, სასამართლომ გადაწყვეტილება სწორედ მათთან დაკავშირებით მიიღო, თუმცა მთელი გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ საფრთხე ყველა ბავშვისთვისაა და ეს ტექნიკური დეტალი მხოლოდ სამართლებრივი ტექნიკაა.

PHR მოპასუხე მხარეს- ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს გადაწყვეტილებას თავადვე გაუგზავნიან იმისთვის, რომ შაბათ-კვირის მიზეზით აღსრულება არ გადაიდოს:  

“მოპასუხეა ჯანდაცვის სამინისტრო და ზრუნვის სააგენტო, იმისთვის, რომ მათ არ ისარგებლონ შაბათ-კვირის მდგომარეობით, არ დაელოდონ ოფიციალურ გზავნის სასამართლოდან ორშაბათს. მედიასაც გადავცემთ ამ გადაწყვეტილებას, ავტვირთავთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდებზე. ასევე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაეგზავნება ჩვენს ორივე მოპასუხეს. იმისთვის, რომ ვინმემ არ გაბედოს და არ თქვას, რომ გადაწყვეტილება არ უნახავს”, – ამბობს ანა აბაშიძე.

ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიმართა

დატოვეთ კომენტარი