ივნისი 24, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“უნდა დაიწყო “გირჩივით” ნარკოტიკების გაყიდვა, მერე გაიჩხერ და იწუწავებ” – შალვა ნათელაშვილი

“პარლამენტში არ შევალ რაც არ უნდა ქნან, სულ ყირაზე, რომ დადგნენ. ისიც არ იციან ალბათ, რომ ლეიბორისტული პარტია 1995 წელს შევიქმენით და 2007 წლამდე ჩვენ არ ვფინანსდებოდით. 12 წელი ვიყავით ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, რაღაცას ან ოჯახიდან მოვიტანდით, ან ვიღაც მადლიანი გამოჩნდებოდა, ახლა ეგეთიც არ ჩანს, ბიზნესმენი არ მახსოვს უკვე რამდენი წელია, რომ რაღაც ერთი ცენტი მაინც გაეღო… ბიუჯეტი არ გაფინანსებს, მაშინ რა უნდა ქნა? უნდა დაიწყო “გირჩივით” ნარკოტიკების გაყიდვა, ნარკომოვაჭრეებთან ალიანსი, მერე გაიკეთებ, გაიჩხერ, დაიკავებ საწუწაოს და პარლამენტიდან შემომსვლელ-გამომსვლელს გაწუწავ… და ყველაზე მეტად საშიშია ის ხალხი, რომელიც ასე ფიქრობს, როგორც “გირჩი”….”

– ამბობს, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი”, პარტიებისთვის დაფინანსების შესაძლო შეწყვეტაზე.

დატოვეთ კომენტარი