სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

„საოცრად ამაღლებული სიყვარულის 30 წელი“ – კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი

54 წლის კოტე მახარაძეს თავდავიწყებით შეუყვარდა მასზე 11 წლით უმცროსი სოფიკო და მანაც იმავე გრძნობით უპასუხა.

მაშინ  ორივე დაოჯახებული იყო. კოტე მახარაძის მეუღლე მარინა ფიშერი გახლდათ, ხოლო სოფიკო ჭიაურელი  გიორგი შენგელაიაზე იყო დაქორწინებული. 

კოტე და სოფიკო 1980 წელს დაქორწინდნენ, ამ ქორწინებაზე კი მთელი ქალაქი ლაპარაკობდა.

კოტეს დონჟუანის სახელი ჰქონდა, მაგრამ სოფიკო არც ამას შეუშინებია. როცა დაქორწინდნენ, მეგობრებმა კოტეს თუჯის დიდი ღუზა მოუტანეს საჩუქრად, რათა ოჯახურ ცხოვრებაში ბოლოს და ბოლოს ჩაეშვა ღუზა. მათმა სიმბოლურმა საჩუქარმა გაამართლა – კოტე მახარაძეს სხვისკენ აღარ გაუხედავს…

სოფიკო დარწმუნებული იყო, რომ კოტესთან ბედისწერამ შეახვედრა.

ცხოვრებაშიმითუმეტეს – პირადშიარმოქმედებსარანაირიკანონიადამიანისბედისდავთარშიმისიდაბადებისთანავეიწერებაყველაფერიმემეწერარომჩემსსიცოცხლეშიორჯერმყვარებოდა“, – ამბობდა მსახიობი.  

მეგობრები იხსენებდნენ, რომ კოტეს ხშირად უყვარდა გალაკტიონის ლექსიდან „უსიყვარულოდ”  იმ სტროფის წაკითხვა, სადაც უკანასკნელ სიყვარულზეა ნათქვამი…

„მაშინ მე და კოტეს გაგანია რომანი გვქონდა. მარჯანიშვილის თეატრის დასი მოსკოვში გავემგზავრეთ გასტროლებზე. კოტემ მოსკოვთან ახლოს, ერთ რომანტიკულ ადგილას დამპატიჟა. მასთან დაქორწინებას ვაყოვნებდი. არ ვიცოდი, ჩემი შვილები როგორ შეხვდებოდნენ ამას, ამიტომაც უარზე ვიყავი. კოტე კი გიჟდებოდა, ძალიან ნერვიულობდა.

ზამთარი იყო, ნამდვილი რუსული ზამთარი – დიდი თოვლით და მინუს 18 გრადუსი ყინვით. რესტორანში შევედით. იქიდან გამოსულმა, ღვინომოკიდებულმა კატეგორიულად მომთხოვა პასუხი: ახლა, ან „ჰოს” მეტყვი, ან არადა თავს მოვიკლავო. უდარდელად მივუგე, – კარგად იყავი-მეთქი. მეგონა, ხუმრობდა. ის კი ყველაზე მაღალ ადგილას ავიდა, იმის იქით უკვე ხრამი იწყებოდა, კარგადო, – დამიძახა და ნამქერში გადაეშვა. წუთიც არ დავფიქრებულვარ, ისე ვისკუპე და უკან მივყევი მეც. მეგობრებმა რომ მოგვიკითხეს, გაოცებულმა რესტორნის დარაჯმა ის ადგილი უჩვენა, სადაც ორი გადარეული ქართველი ხრამში გაუჩინარდა. ცოცხალ-მკვდარი ძლივს ამოგვიყვანეს იქიდან”, – იხსენებდა სოფიკო ჭიაურელი.

„შეიძლება ვიღაცას ისეთი ბედნიერება ეწვიოს, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთ ადამიანზე იყოს შეყვარებული. ვიღაცას სიყვარულის არსებობის არ სჯერა და საერთოდ უსიყვარულოდ მიდის ამ ქვეყნიდან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში რამდენჯერმე უყვარს. მამა სწორედ ასეთთა რიცხვს განეკუთვნებოდა. ყოველთვის თავგანწირულად უყვარდა. მედიკომ და კოტემ 20 წელი იცხოვრეს ერთად, მარინა ფიშერთან ქორწინება ძალიან ხანმოკლე გამოდგა. მერე იყო სოფიკოსთან სრულიად თავბრუდამხვევი სიყვარული.

კოტესთან ქორწინება მეუღლისა და ორი შვილის პატრონისთვის საოცრად გმირული და ამასთან რისკიანი ნაბიჯი იყო. სოფიკომ ეს ნაბიჯი გადადგა, რადგან მასაც თავგანწირულად უყვარდა.

საზოგადოებაში სასწაული ხდებოდა… ყველაფერთან ერთად, სოფიკოს და გიორგის ძალიან ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ოჯახი ჰქონდათ და ხალხს ამ ოჯახის დანგრევა არ უნდოდა. ძალიან ძნელია, როცა მხოლოდ საკუთარ თავს არ ეკუთვნი და ყველას ანგარიში უნდა გაუწიო. კოტემ და სოფიკომ თანაცხოვრების პირველი 10 წელი ძალიან დიდი წინააღმდეგობები გადალახეს. ჯვარი რომ დაიწერეს, უკვე ჭარმაგები იყვნენ”, – იხსენებს მაკა მახარაძე.

კოტე მახარაძე 2002 წლის 19 თებერვალს, 77 წლის ასაკში გარდცაივალა. ძალიან მალე სოფიკო განუკურნებელი სენით დაავადდა.

„ძალიან ცუდად რომ იყო, მაშინ მივხვდი, როცა 2007 წელს, 17 ნოემბერს კოტეს დაბადების დღეზე სასაფლაოზე ვერ წამოვიდა. სოფიკოსგან ეს წარმოუდგენელი იყო. უშუქობა, უწყლობა და უგაზობა რომ იყო, მაშინ ახერხებდა და კოტეს გრანდიოზულ დაბადების დღეებს და დღესასწაულებს უწყობდა… მივხვდი, რომ უკვე ძალიან ცუდად იყო. სოფიკო თავისი ოთახიდან ხალათით გამოვიდა, ჩამოჯდა, კოტეს სურათს გახედა და უთხრა – ვერ ძლებ ხომ უჩემოდ? მერე ჩვენ მოგვიბრუნდა – მივყავარ თავისთანო. 

ეს ყველაფერი ძალიან მძიმე სანახავი და მოსასმენი იყო”, – ამბობს მაკა მახარაძე.

სოფიკო ჭიაურელი 2008 წლის 2 მარტს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა და დიდუბის პანთეონში, თავისი უსაყვარლესი მეუღლის კოტე მახარაძის გვერდით არის დაკრძალული.

სოფიკომ და კოტემ ერთად 30 წელი გაატარეს – საოცრად ამაღლებული სიყვარულის 30 წელი.

დატოვეთ კომენტარი