ივლისი 25, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

შსს ხეჩიკაშვილის კომპანიას 44 მილიონს გადაუხდის

ბიუჯეტის მილიონები “ქართული ოცნების” ყოფილი მინისტრის საბანკო ანგარიშზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ავტომობილების შესაძენად გამოცხადებული ტენდერების გამარჯვებული კომპანიები ცნობილია. გომელაურის უწყების მთავარი კონტრაქტორი სპორტის ყოფილი მინისტრი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილი სხვა და სხვა სქემით შეეცადა დაემალა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან კავშირი, “მთავარმა არხმა” გაარკვია, რომ ყველა გზა სწორედ ყოფილ მინისტრთან მიდის.

და ეს არ არის ბოლო პერიოდში მოგებული ერთადერთი ტენდერი. ღარიბაშვილის ხელმეორედ გაპრემიერების შემდეგ, სახელმწიფომ არაერთხელ გააფორმა მრავალმილიონი კონტრაქტი კომპანიასთან, რომლის უკან ღარიბაშვილის გარემოცვის წევრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი დგას.

გამოქვეყნდა: 20 წუთის წინ

დატოვეთ კომენტარი