ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

„20 ივნისის ღამეს პარლამენტში ვიყავი, გახარია გაოგნებული ყვიროდა”-დავით ჭიჭინაძე

გიორგი გახარიამ, 20 ივნისის აქციის დარბევაზე თქვა, ყველა გადაწყვეტილება მე მივიღეო და ეს ნიშნავს, რომ მან მიიღო აქციის მონაწილეთათვის არალეტალური ტყვიების სროლის გადაწყეტილება. არადა, მე იმ დროს პარლამენტში ვიყავი, მე–3 სართულზე, მე–4 სართულზე გახარია და პრემიერი მამუკა ბახტაძე იყვნენ და გახარია გაოგნებული ყვიროდა, ვინ ისროლაო. ჩემი ყურით მესმოდა მისი ყვირილი, ვიღაცის მოყოლილ ამბავს კი არ გიყვებით. ქვემოთ ჩამოსვლა ვერ გაბედეს, სადაც დეპუტატები ვიყავით, სართულებს შორის კიბე რომ არის, იქ დაცვა იყო ჩაყენებული.

ჩემს თავზე ავიღე 20 ივნისის ამბებიო, დღეს რომ იძახის, რა აიღო? გამწარებული ყვიროდა, ვინ ისვრისო, აზრზე არ იყო, ვინ გასცა სროლის ბრძანება. ბახტაძე ვერ გასცემდა სროლის ბრძანებას, მაგ დროს „საქორწილო გენერალივით“ იყო.

მაშ, ვინ გასცა ბრძანება? მივდივართ ბიძინა ივანიშვილამდე, რომელმაც გახარიას გვერდის ავლით, უბრძანა სროლა ძალოვანი უწყებების  კონკრეტულ ჩინოვნიკებს. 

აცხადებს, პოლიტიკური მოძრაობა „სახალხო ტრიბუნას“  ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

დატოვეთ კომენტარი