“დელტა” ვარიანტის, ანუ ინდური შტამის საქართველოში გავრცელება გარდაუვალი იქნება – მიიჩნევენ ქართველი ეპიდემიოლოგები. ამის თქმის საფუძველს სპეციალისტებს ევროპაში არსებული ვითარება აძლევს.
ამ ეტაპზე საქართველოში ახალი შტამის 18 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. ინფიცირებულები, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაბრუნდნენ.
ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, კორონავირუსის “დელტა” ვარიანტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები თავისა და ყელის ტკივილი, ასევე ცხვირიდან სისველეა.
რაც შეეხება ხველებას, ცხელებას, გემოსა და ყნოსვის დაკარგვას – ამ შემთხვევაში ეს მაჩვენებლები იშვიათია.
დატოვეთ კომენტარი
მეტი ამბები
24 201 ახალი შემთხვევა და კიდევ 36 გარდაცვლილი – 1 თებერვლის კოვიდსტატისტიკა
67 გარდაცვლილი და 4 100 დადასტურებული შემთხვევა – კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფაიზერს“ სრული ავტორიზაცია მიანიჭა