ივლისი 25, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

აშშ და რუსეთი გაწვეულ ელჩებს აბრუნებენ – პუტინისა და ბაიდენის შეხვედრა დასრულდა

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში დასრულდა.ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენთან საუბრისას ისინი ელჩების დაბრუნების საკითხს შეეხნენ, თუმცა როდის დაბრუნდებიან დიპლომატები საკუთარ მისიებში, დაზუსტებული ჯერ არ არის.

პუტინის თქმით, ეს უკვე მხოლოდ ტექნიკური საკითხია.

“რაც შეეხება ელჩების დაბრუნებას თავიანთი განწესების ადგილას, მოსკოვში ამერიკის ელჩისა და ვაშინგტონში რუსეთის ელჩის დაბრუნებას, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ზუსტად როდის მოხდება ეს უკვე ტექნიკური საკითხებია.

ამაზე ჩვენი საგარეო საქმეთა უწყებები შეთანხმდებიან. ვისაუბრეთ დიპლომატიურ საკითხებზე, ბევრია განსახილველი. როგორც მე დამრჩა შთაბეჭდილება, ორივე მხარე მომართულია გადაწყვეტის მიგნებისკენ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

დატოვეთ კომენტარი