ივლისი 25, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ვითვალისწინებთ კომენდანტის მოხსნის საჭიროებას-ტიკარაძე

“ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა და ეკონომიკური საქმიანობისთვის ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში.

ეპიდვითარება საქართველოში საყურადღებოა, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საზოგადოების მობილიზაცია და ყურადღება გამახვილდეს იმ ყველა ღონისძიების დაცვაზე, რომელიც მოწოდებულია დაავადებათა კონტროლის მხრიდან”.

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დატოვეთ კომენტარი