ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

კურდღელი ჩვენ ვნახეთ 17 თებერვალს, 20 ივნისს – კობახიძის პასუხი გახარიას

კურდღელი ჩვენ ვნახეთ 17 თებერვალს, 20 ივნისს ვნახეთ კურდღელი – მმართველი პარტიის თავმჯდომარე ექსპრემიერ გიორგი გახარიას რეპლიკას “რექაცისში” გამოეხმაურა. 

გახარიას ახასიათებს შეურაცხმყოფელი გამონათქვამები… კურდღელი ვნახეთ ჩვენ 17 თებერვალს, მანამდე როცა ალყა არ დაშალა, 20 ივნისს ვნახეთ კურდღელი. მისგან მე ეს ვერ მეწყინება”- თქვა კობახიძემ ინგა გრიგოლიას კითხვის საპასუხოდ. 

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, ამბობს, რომ გახარიამ ჩაიდინა ღალატი გუნდისა და სახელმწიფოს მიმართ: 

ბიძინა ივანიშვილის წერილშიც ტერმინი მოღალატე არ იყო ნახსენები. რა თქმა უნდა, ვინც ღალატს ჩადის, არის თავისთავად მოღალატე, მაგრამ ამ ტერმინის გამოყენება არის შეურაცხმყოფელი და ჩვენ ვერიდებით ხოლმე ამის გაკეთებას, ჩვენ ვახდენთ, უბრალოდ, ფაქტის კონსტანტაციას, რომ მან ჩაიდინა ღალატი გუნდის მიმართ და სახელმწიფოს მიმართ”- დასძინა პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ. 

გიორგი გახარიამ ირაკლი კობახიძეს “კურდღელი” ტვ პირველზე, გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას უწოდა.

დატოვეთ კომენტარი