საქართველოს პროკურატურამ 6 წლის ბავშვის წამების ფაქტზე, ბავშვის დედას და მის მეუღლეს ბრალდება წარუდგინა.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”,- წერია პროკურატურის განცხადებაში.
მოძალადე წყვილი მ.დ. და ა.ს. სამართალდამცველებმა 18 ივნისს დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, მ.დ. და მისი მეუღლე ა.ს. ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ.დ.-ს შვილს სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას – სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა. ბრალდებულების ქმედებებმა დაზარალებული არასრულწლოვნის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია – ნათქვამია საგამოძიებო უწყების ინფორმაციაში
პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს და თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მეტი ამბები
წინანდლის ტყეში მომხდარი სამმაგი მკვლელობის დეტალები
ზვიადის მკვლელს ზურას მოკვლაც უნდოდა, გაუჩერებლად ისროდა – რას ამბობს ადგილობრივი წინანდალში მომხადრ სისხლიან გარჩევაზე
ახალი დეტალები , ზურაბ ზვიადაურის ძმის და მისი მეგობრების მკვლელობის შესახებ