ივლისი 25, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

პეტრე კოლხს კი გადაეცით – მისი მხრიდან სიგოიმეზე და განსაკუთრებით ძალადკაიტიპობაზე საუბარი მინიმუმ უხერხულია..-ირინა სარიშვილი

უაიმე რომის პაპის პრატაკოლის მცოდნე დასტაევსკა ქალებო და ლეფსა კაცებო! მჯერა რო სახლში თქვენ და ბაბუათქვენები სულ ვატიკანის პროტოკოლით საუზმობთ, სადილობთ და ვახშმობთ, მაგრამ აბა ერთი კისრის მალიდან კუდუსუნის ძვლამდე ხელი ჩამოისვით და მერე დაფიქრდით რასაც ეხლა გეტყვით: არც მე და არც ნებისმიერი, ვისაც თქვენდა გასაოცრად გაგვიგია რომის პაპთან აუდიენციის პროტოკოლი, არ ვაშარჟებთ არც შავ ფერს, არც კაბის სიგრძეს და არც შავ თავსაბურავს. ვიტყოდი, ეს პრეტენზია მას წაუყენეთ, ვინც ეს არ იცისთქო მაგრამ არ ვიქნები მართალი, რადგან შტერ და მავნებელ არსებაზე, გინდა ქალი იყოს და გინდა კაცი, საზღვაო ბიკინიდან დაწყებული შლაპით თუ ფატით დამთავრებული ყველაფერი სულელურად და სასაცილოდ გამოიყურება. არც ლამაზი ცხვირ–პირი შველის ჩლუნგს. ვისაც იცავთ და თან არჩეულ პრეზიდენტს უწოდებთ, თავისი გარეგნობის მეასედი ტვინი მაინც რომ ჰქონდეს, არც მის და არც ამ ქვეყნის ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. მიდით ეხლა, დააწყვეთ სხვა ქალების ფოტოები რომის პაპთან შეხვედრაზე, მერე მადამ კუკუს ფოტო მიუდეთ გვერდზე და თუ მაინც ვერ მიხვდებით რა გვაცინებს (მადლობა თქვით რომ ვიცინით – სიცილი მაინც პოზიტიურია), შემდეგ არჩევნებზე კიდევ ერთხელ “აირჩიეთ”.

P.S. პეტრე კოლხს კი გადაეცით – მისი მხრიდან სიგოიმეზე და განსაკუთრებით ძალადკაიტიპობაზე საუბარი მინიმუმ უხერხულია…

წერს, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

დატოვეთ კომენტარი