ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

სპეცოპერაცია ქარელში

სპეცოპერაცია ქარელის მუნიციპალიტეტში – სოფელ მოხისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ორ საცხოვრებელ სახლში იარაღს რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. ჩხრეკის დასრულების შემდეგ კი, ორი პირი პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

მათ წინააღმდეგ პროკურატურას საჩივრით იმ მიწების ახალმა მეპატრონემ მიმართა, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ამუშავებდნენ, თუმცა, ეკონომიკის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ აუქციონის წესით გაასხვისა. მაშინ ფაქტი ადგილობრივებმა გააპროტესტეს და სატელევიზო ეთერებში პირობა დადეს, რომ სახნავ-სათეს მიწებს არ დათმობდნენ.

შ.პ.ს “აგროინდუსტრიის” დირექტორი თვლის, რომ მოხისელები მას სოცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ და ის საფრთხეშია.

დოკუმენტებით დასტურდება, რომ ვაჟა გორდიაშვილის კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი ტელეკომპანია “თრიალეთის” დირექტორი ჯონდო ნანენატაშვილია, სწორედ “თრიალეთის” 10 პროცენტს ფლობს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი.

ჯონდო ნანეტაშვილის ძმა, ბადრი ნანეტაშვილი შერიგების მინისტრის მოადგილეა. მოხისელები ამბობენ, რომ “აგროინდუსტრიამ” მიწები სწორედ ხელისუფლებასთან ახლო კავშირის გამო ჩაიგდო ხელში, პროტესტის გამო კი მთავრობამ მათი დასჯა გადაწყვიტა.

დატოვეთ კომენტარი