ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

სტამბულის კლინიკაში გაემგზავრა, თავს ნორმალურად გრძნობს – “ერი” ვასაძეზე

პოლიტიკური მოძრაობა “ერი” ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ლევან ვასაძე გამოკვლევების ჩასატარებლად თურქეთში სტამბულის კლინიკაში გაემგზავრა, მათივე ინფორმაციით ვასაძე თავს ნორმალურად გრძნობს.

“მედიაში ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერპრეტაციები ვრცელდება. საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი“-ს ლიდერების კომენტარები კი, ხშირ შემთხვევაში, კონტექსტიდან ამოვარდნილად გამოიყენება.

„ერი“ ადასტურებს, რომ ბოლო დღეებში ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო და სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად სტამბულის კლინიკაში გაემგზავრა. ის თავს ნორმალურად გრძნობს.

მადლობას ვუხდით საზოგადოებას თანადგომისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი