ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

მეორე ბავშვი, რომელზეც დაკავებულმა მამა-შვილმა იძალადა, მათი 8 წლის მსხვერპლის და არის

 გავრცელებული ინფორმაციით, მეორე არასრულწლოვანი, რომელზეც სამეგრელოში დაკავებულმა მამა-შვილმა სექსუალურად იძალადა, იმ 8 წლის ბავშვის და არის, რომელზეც დაკავებულები 2 წლის განმავლობაში ძალადობდნენ. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობდა მეორე არასრულწლოვანი მსხვერპლიც, დღეს პროკურატურამაც გაავრცელა – უწყების ცნობით, დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ზ.გ-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართაც ჩაიდინა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება. 

სამეგრელოში მომხდარ მძიმე დანაშაულში ბრალდებული მამა-შვილის უფლებადამცველმა ცოტა ხნის წინ პოლიციის განყოფილება დატოვა. ის ორივე დაკავებულს შეხვდა. ბრალდებულებთან შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და აღნიშნა, რომ საქმის მასალებს ეცნობა.

“სანამ არ გავეცნობი საქმის მასალებს, ვერანაირად ვერ გაცნობებთ ვერაფერს. მით უმეტეს ბავშვების ინტერესებია აქ და მე არ მაქვს უფლება,“ – ამბობს ადვოკატი. 

დაზარალებული ბავშვის ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ მამა-შვილი მძიმე დანაშაულს მოზარდის მიმართ სისტემატურად, ორი წლის განმავლობაში ჩადიოდნენ და მას ფაქტის გამხელის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით და ასევე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

დატოვეთ კომენტარი