ივლისი 25, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

Edison Research – გამოკითხული მოსახლეობის 24% ნინო ბურჯანაძის მიმართაა დადებითად განწყობილი

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 57% ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მიმართ დადებითადაა განწყობილი, გამოკითხულთა 50%-ს კი თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ დადებითი განწყობა აქვს; 47%-ს პოზიტიური განწყობა აქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიმართ დადებითი განწყობა გამოკითხულთა 43%-ს აქვს, „ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ 38% არის პოზიტიურად განწყობილი.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დადებითად არის განწყობილი 38%. პარტია „ხალხისთვის” ლიდერის ანა დოლიძის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება 38%-ს აქვს.

ასევე კვლევის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ 36% არის პოზიტიურად განწყობილი. „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ დადებითად არის განწობილი 34%.

რაც შეეხება დანარჩენს პირებს: „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მიმართ 34% არის დადებითად განწყობილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის მიმართ 33% არის დადებითად განწყობილი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და მოქმედი ვიცე – სპიკერის არჩილ თალაკვაძის მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი 33%. „ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის მიმართ 33% არის დადებითად განწყობილი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიმართ 33% არის პოზიტიურად განწყობილი. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ 30% არის დადებითად განწყობილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართ დადებითი განწყობა გამოკითხულთა 29%-ს აქვს, გამოკითხულთა 28% მამუკა ხაზარაძეს ასახელებს, 27%- სალომე სამადაშვილს, ბადრი ჯაფარიძეს – 26%, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს – 26%, ნინო ბურჯანაძეს – 24%, ირმა ინაშვილს – 24%, კახა კუჭავას – 22%, საბა ბუაძეს – 19%, გიგა ბოკერიას – 18%.

დატოვეთ კომენტარი