ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებული მამა-შვილის სახლის დაწვას ეხმაურება.
„ბრავო! იმ მეგრელ პოლიციელს, ვინც „ხელი არ შეუშალა” ბავშვის მამას პედოფილების სახლის დაწვის აქციაში! ის პოლიციელიც მამაა!”, – წერს თამარ ივერი.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მამა-შვილი გუშინ დააკავეს, 8 წლის გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია.
სავარაუდო დამნაშავეების მხრიდან გოგონაზე ძალადობა დაახლოებით 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. პროკურატურის ცნობით, სავარაუდო დამნაშავეები დაზარალებული გოგონას დაზეც ძალადობდნენ.
სავარაუდო დამნაშავეების ოჯახი ფაქტს უარყოფს.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
მეტი ამბები
კახა კალაძე 30-31 მაისს, ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქს, ბუქარესტს ეწვევა
უდიდეს გულისტკივილს იწვევს ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებსა და უმძიმეს სისასტიკეს – პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
რომელი რეგულაციები შემსუბუქდება დღეიდან | ჩამონათვალი სრულად