ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ოპოზიციის დესტრუქციულმა ქმედებამ ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენა – ღარიბაშვილი

პარლამენტში საკუთარი გამოსვლის მეორე ნაწილი, პასუხების გაცემა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის კრიტიკით დაიწყო. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიცია ქვცეყნისთვის საბოტაჟის მიყენებასა და დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა.

 ოპოზიცია ბოლო  6 თვის განმავლობაში პრაქტიკულად საბოტაჟის რეჟიმში ამყოფებდა ქვეყანას, მათმა დესტრუქციულმა ქმედებამ ჩვენს ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენა, ამდენი ლოდინის შემდეგ ვნახეთ, რომ არავითარი არგუმენტი არ იქნა წარმოდგენილი ამ ადამიანების მხრიდან, გარდა აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებისა და ცილისწამებისა. 

საბოლოო ჯამში კარგია, რომ აქ შემოდით და სხედხართ. მეთანხმებიან, სხვათა შორის. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის ბრალდებას დარბაზში მსხდომი დეპუტატების სიცილი და ტაში მოჰყვა

დატოვეთ კომენტარი