ივლისი 25, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

რატომ დაურეკა გიორგი გახარიამ გადადგომამდე ბიძინა ივანიშვილს

ექსპრემიერი გიორგი გახარია “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში პასუხობს კითხვას, რატომ დაურეკა მან გადადგომამდე “ქართული ოცნების” ყოფილ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილის.

როგორც გახარია აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი მისი კაბინეტის რამდენიმე მინისტრს მართავდა და მას სწორედ, ამ საკითხის გასარკვევად დაურეკა.

“მე მეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა იმ მომენტში ჩემი კაბინეტის რამოდენიმე მინისტრს მართვდა, რაღაც გარკვეულ დავალებებს აძლევდა, ამის გასარკვევად ვრეკავდი და მეტი არაფერი”,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა “ნაცმოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას სამართლებრივი საქმის გამო, დატოვა.

დატოვეთ კომენტარი