რეფორმების განხორციელება საქართველოს ევროპული მომავლის გასაღებია, – ეს ჩანაწერი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თავის ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ დატოვა.
„ბატონ ღარიბაშვილს და ბატონ ზალკალიანს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ჯოზეფ ბორელის სახელით ევროკავშირის მხარდაჭერის გზავნილი გადავეცი”, – წერს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერის“ გვერდზე.
მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ იმსჯელეს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით ეწვივნენ
მეტი ამბები
„რა არის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ყველაზე კარგად, წესით ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს!”-ნინო ბურჯანაძე
“წავიდნენ ახლა შარლ მიშელთან იჩივლონ, რომ ახლა კიდევ გადაგვაგდო „ქართულმა ოცნებამ“-ნინო ბურჯანაძე
„მეც კატეგორიულად არ მინდა სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნულად ხელისუფლებაში მობრუნება”-ნინო ბურჯანაძე