საქართველოს პროკურატურა ვატო ყიფიანთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად ვახტანგ წულუკიძის სახელით არის რეგისტრირებული, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის და გასაღების ორგანიზების ფაქტზე ვ.წ. -ს (წარსულში ვ.ყ.) ბრალდება წარუდგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.წ. 2021 წლის 25 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 25,236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღების ორგანიზება) წარედგინა.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ექვსი პირის მიმართ გამოტანილი აქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო დანაშაულში შესაძლო ჩართულ სხვა პირებთან მიმართებაში გამოძიება გრძელდება – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
მეტი ამბები
3 კილო კოკაინის შემოტანის ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
წინანდლის ტყეში მომხდარი სამმაგი მკვლელობის დეტალები
ზვიადის მკვლელს ზურას მოკვლაც უნდოდა, გაუჩერებლად ისროდა – რას ამბობს ადგილობრივი წინანდალში მომხადრ სისხლიან გარჩევაზე