ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ზაზა გახელაძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს -გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილთან და დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრების შემდეგ ე.წ. მცოცავ ოკუპაციასა და რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეთა დაკავების ფაქტებზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ პროცესი უკანონოა, დაკავებულები კი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

ვისაუბრეთ ბატონი გახელაძის დაუყოვნებლივი გათავისუფლების საჭიროებაზე. ეს არის ძალიან მწვავე საკითხი საქართველოს მთავრობისთვის და ჩვენ რეალურად მხარს ვუჭერთ მის მოთხოვნას, რომ უკანონოდ დაკავებული პიროვნება დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული, – ამბობს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. 

ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიით იმყოფებოდნენ, ვიზიტის ფარგლებში მინისტრები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.

ცნობისთვის, ზაზა გახელაძე 11 თვეზე მეტია, უკანონო პატიმრობაშია. დეფაქტო ცხინვალის ხელისუფლებამ და ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხელისუფლებამ, არაერთი
დაპირების მიუხედავად, ზაზა გახელაძის გათავისუფლება ამ დრომდე ვერ შეძლო.

დატოვეთ კომენტარი