ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

სინოპტიკოსები ყველაზე ძლიერ სიცხეს – თბილისსა და რუსთავში ვარაუდობენ

აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ჰაერის მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება. ხვალ, 27 ივნისს, სინოპტიკოსები ყველაზე ძლიერ სიცხეს – 39 გრადუსს თბილისსა და რუსთავში ვარაუდობენ, ყველაზე დაბალი ტემპერატურა – 28 გრადუსი კი ბათუმში იქნება. 

ამინდი რეგიონების მიხედვით:

ხვალ ბათუმში 28, ფოთში კი 26 გრადუსი სითბო იქნება.

+26 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში.

ზუგდიდში ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება.

ახალციხეში +32 გრადუსია ნავარაუდევი.

27 გრადუსი სითბო იქნება ქუთაისში.

ლენტეხსა და ცაგერში +29, ამბროლაურში კი +32 გრადუსია მოსალოდნელი.

35 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში.

გორში 36 გრადუსი სიცხეა ნავარაუდევი.

+39 გრადუსი იქნება თბილისში.

რუსთავში 39 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.

36 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავშისიღნაღში კი +36 გრადუსია ნავარაუდევი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია 39 გრადუსს გადააჭარბოს.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.

დატოვეთ კომენტარი