ივლისი 25, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ვინ არიან პედოფილიაში ბრალდებული მამა-შვილი

მძიმე დანაშაულზე, რომელიც სამეგრელოში მოხდა, რამდენიმე დღეა მთელი საქართველო ლაპარაკობს. 63 წლისა და 36 წლის მამა-შვილმა 8 წლის გოგონაზე სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა.

23 ივნისს პოლიციას გოგონას ოჯახმა მიმართა და ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველებმა მამა-შვილი, ბ.გ. და ზ.გ. იმავე დღეს დააკავეს.

გამოძიებით ირკვევა, რომ მამა-შვილი გოგონაზე ერთადაც ძალადობდა და ცალ-ცალკეც.

საქმის გახმაურების შემდეგ მოძალადე მამა-შვილის სახლი სოფლის მოსახლეობამ გადაწვა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან 63 წლის მამაკაცი ტრაქტორის მძღოლია. მას ეკონომიკურად უჭირდა და ხშირად დადიოდა 8 წლის გოგონას ოჯახში. ხოლო, როგორც ცნობილია, მისი შვილი ადრე ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს.

მეზობლები აცხადებენ, რომ მამა-შვილი გოგონას მშობლების ოჯახში ხშირად სადილობდა. ბავშვის მშობლებს კი არასდროს უეჭვიათ მსგავს დანაშაულზე.

8 წლის ბავშვის მამა ამბობს, რომ მეზობლებთან კარგი ურთიუერთობა ჰქონდათ და არასდროს რამე მსგავსი არ შეუმჩნევია.

“წლების მეზობლები ვართ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, რამე, რომ შემემჩნია ისინი დღეს ციხეში არ იქნებოდნენ, ცოცხლად დავწვავდი მაგათ, მაგრამ არაფერი არ შემიმჩნევია.

მინდა მივმართო სასამართლოს და პროკურატურას, ხელისუფლებას, რომ დაისაჯონ სრული სიმკაცრით,” – ამბობს არასრულწლოვანის მამა.

მამაშვილი ბრალს არ აღიარებს.

ამასობაში კი გაირკვა, რომ 36 წლის მამაკაცის ცოლიც მამამთილის მხრიდან არაერთგზის გამხდარა ძალადობის მსხვერპლი.

დატოვეთ კომენტარი