ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ლევან ვასაძე სტამბულის კლინიკიდან მიმართვას ავრცელებს

“ერის” ლიდერი მორიგ ვიდეომიმართვას ამჯერად სტამბოლიდან ავრცელებს.

ლევან ვასაძე მხარდამჭერებს მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ და არ დაუშვან “პრაიდის კვირეულის” ჩატარება. 

“უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის, ვიმყოფები თურქეთში სამედიცინო გამოკვლევებზე. მიმდინარეობს კომპლექსური კვლვა, ჯერჯერობით პასუხი არ არის. ყველაფერი კარგად იქნება და ძალიან გთხოვთ ჩემზე ნუ ინერვიულებთ. გუშინწინ გავიდა 10-დღიანი ვადა, რომელიც შევუთვალეთ ხელისუფლებას “პრაიდის კვირეულთან” დაკავშირებით, რადგანაც მათ არ გააკეთეს განცხადება, რომ აუქმებენ ამ ღონისძიებას, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. 5 ივლისს ყველას გეძახით და გეპატიჟებით, მოგიწოდებთ, რომ მივიდეთ რუსთაველის გამზირზე, მე პირადად დილიდან ვიქნები რუსთაველის ძეგლთან. მოვუწოდებ უცხოური ქვეყნების ელჩებს, განსაკუთრებით კი დასავლური ქვეყნების ელჩებს, რომლებმაც ტრადიციად გახადეს ქართული ტრადიციების დაცინვა და ხელყოფა, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას საქართველოს, მის ეკლესიას, დარჩით თქვენს საელჩოებში და ნუ გაერევით ამ პროვოკაციაში, სიბინძურეში,” – აცხადებს ლევან ვასაძე.

დატოვეთ კომენტარი