ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ჩემს შვილს ეძინა, შემოვარდნენ, აივნიდან ისროდნენ კვერცხებს, ქვებს – მოქალაქე მოძალადეების შეჭრაზე

“სირცხვილიას” ოფისში შეჭრამდე მოძალადეებს გუშინ შეეშალათ და ამერიკის მოქალაქის ბინაში შეიჭრნენ. ხათუნა მშვიდობაძე, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორია, ის თბილისში რამდენიმე დღით ჩამოვიდა. ამბობს, რომ მომხდარით გაოგნებულია.

“გაგვაღვიძა ხმაურის ხმამ. დიდი ძალით მოწოლა იყო კარებზე, შემოვარდნენ სახლში გავეხებული სახეებით, გავარდნენ და გამოვარდნენ, ვეუბნები ჩემს შვილს სძინავს, იქ არ შეხვიდეთ, რა გჭირთ, რანაირად იქცევით?! მოირბინეს ყველაფერი, გავარდნენ უკან. დამტვრეულია საერთოდ კიბეები, ვიღაცას ურტყამდნენ. მერე გავარდნენ აივანზე და და დაიწყეს კვერცხების, ბოთლების, ქვების სროლაა”,- ყვება ხათუნა მშვიდობაძე.

ცნობისთვის, 5 ივლისს პრაიდის კვირეული თბილისში ღირსების მარშით უნდა დამთავრებულიყო. დილიდან რუსთაველზე შეკრებილმა ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები, სცადეს “სირცხვილიას” ოფისში შეჭრა, შეიჭრნენ და დაარბიეს “თბილისი პრაიდის” ოფისი. ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქცია საპატრიარქოს ჰქონდა დაგეგმილი, პოლიცია კი ვერ ახერხებდა მშვიდობიანი მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაცვას.

დღის მანძილზე 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე ამ დრომდე სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში რჩება. შსს-მ დღის ბოლოს განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით მხოლოდ 8 პირია დაკავებული.

დატოვეთ კომენტარი