ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, არსებობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათ ხელთ არსებული მედიასაშუალებები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ არეულობის შემოტანას ჩვენს საზოგადოებასა და პოლიტიკაში.

“ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სამომავლოდ მოხდეს ძალადობის პრევენცია. ძალიან მნიშვნელოვანია მომხდარ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება, თუმცა ეს არის ამ საკითხის მხოლოდ ერთი ლოკალური გადაწყვეტა. მთავარია, ვებრძოლოთ აგრესიის გენერირების წყაროებს. ვიცით, რომ არსებობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათ ხელთ არსებული მედიასაშუალებები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ არეულობის შემოტანას ჩვენს საზოგადოებასა და პოლიტიკაში. ეს არის მთავარი პრობლემა და წყარო იმ აგრესიისა, რომელიც გუშინ ქუჩებში ვიხილეთ. ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ რაციონალური ინსტრუმენტები და არ მივცეთ ესკალაციის საშუალება. საზოგადოება აუცილებლად უნდა გაერთიანდეს იმ ძალების მიმართ, რომლებიც ებრძვიან ქვეყანას, სახელმწიფოსა და ეკლესიას.” – განაცხადა კობახიძემ.

დატოვეთ კომენტარი