ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“დღეს ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ პატრიოტულ ჰომოსექსუალიზმს”-დუგინი

ჰომოსექსუალიზმი (ისევე როგორც კორუფცია) შესაძლოა იყოს კომპრადორული (ჩინოვნიკურ-ბიუროკრატიული), და პატრიოტული, – წერს რუსული იმპერიალიზმის ერთერთი წამყვანი იდეოლოგი, პუტინთან დაახლოებული პირი, ალექსანდრე დუგინი წიგნის, „ჰომოსექსუალიზმი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სამსახურში“, წინასიტყვაობაში.

დუგინის აზრით, ცივილიზაციების ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე ჰომოსექსუალიზმს უარყოფით კონტექსტში არავინ განიხილავდა, მას ნეიტრალურ მოვლენად აფასებდნენ.

„თუ გავიხსენებთ ტამპლიერებ ან ზოგიერთ დახურულ აღმოსავლურ კულტებს, ისინი ჰომოსექსუალიზმს ასე ვთქვათ განიხილავდნენ როგორც საკრალურ საწყისთან მიახლოების საშუალებას, ე.წ. მორალური სიკვდილის გავლით. იგივე გვხვდება მანიქეიზმისა და ადრექრისტიანული სექტების მისტიკასა და იდეებში.

მეორე მხარეა ჰომოსექსუალიზმის უარყოფითი კუთხით გამოყენება. ანუ, როდესაც ის გარკვეული ძალების ხელში ერთგვარ იარაღად იქცევა,“ – წერს დუგინი.

მისი აზრით, გახდა რა ჰომოსექსუალიზმი მასობრივი მოვლენა, ზოგიერთი მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის მიმდევარის ხელში ის გახდა თანამედროვეობის გამოხატულების სიმბოლო და კატალიზატორი. მისი მეშვეობით მსოფლიოში ტრანსლირდება ჰედონიზმის, ლიბერალიზისა და სხვა სახის იდეები.

„მაგრამ მე მინდა აღვნიშნო მთავარი – ზემოთქმულის მიუხედავად მიმაჩნია, რომ ისეთი მოვლენა, როგორიცაა ჰომოსექსუალიზმი (ისევე როგორც კორუფცია) შესაძლოა იყოს კომპრადორული (ჩინოვნიკურ-ბიუროკრატიული), და პატრიოტული. ამიტომ, ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, შესაძლოა დავუშვით შეცდომა, როდესაც ფაქტიურად ყოველგვარი ბრძოლის გარეშე დავთმეთ ჰომოსექსუალიზმის შესახებ საუბრები.

დღეს ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ პატრიოტულ ჰომოსექსუალიზმს და დავუპირისპიროთ ის ევროპულ სოდომიას, ამით ჩვენ კიდევ ერთ კოზირს წავართმევთ დასავლელ პროპაგანდისტებს,“ – აღნიშნავს დუგინი.

დუგინი რუსული პატრიოტული გეი-მოძრაობის ლიდერად ბაიკერ „ქირურგს“ (ალექსანდრე ზალდასტანოვი), ხელისუფლებასთან დაახლოებულ და მის მიერ დაფინანსებულ „ღამის მგლების“ ლიდერს ხედავს.„მისი ქმედებები ცალსახად წარმოაჩენსმის პოლიტიკურ ორიენტაციას. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სექსუალური ორიენტაცია,“ – ასკვნის დუგინი.

28 მაისი, 2016 წელი

დატოვეთ კომენტარი