ივლისი 25, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

კულუარებში ღარიბაშვილის გადაყენებას და კუჭავას გაპრემიერებას განიხილავენ

გავრცელებული ინფორმაციით, ქართულ ოცნებაში პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადაყენებას განიხილავს. კულუარული ინფორმაციით, ამ საკითხზე მმართველ პარტიაში მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ღარიბაშვილის განცხადებას 5 ივლისის დილით, ძალადობრივი მოვლენები მოჰყვა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ღარიბაშვილის შემცვლელად პრემიერის თანამდებობაზე, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას კანდიდატურა განიხილება, ღარიბაშვილი კი ისევ თავდაცვის მინისტრად. 

დატოვეთ კომენტარი