ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ბაჩო ახალაის მეუღლე ბესო ზანგურს მიმართავს

ბაჩო ახალაიას მეუღლე მსახიობ ბესო ზანგურს მიმართავს. ანი ნადარეიშვილი მსახიობს შეხვედრას სთავაზობს მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია ციხიდან გამოვა.

„ზანგურზე პოსტი დამიბლოკეს, როგორ ოპერატიულად მუშაობს ტროლქარხანა, ნუ შიგ მიზანში გავარტყი ესე იგი რაც მთავარია.

ბესო ზანგურო, ძაან სამარცხვინო ხარ. სქრინებს თავიდან დავდებ და 8 თვეში ბაჩო რომ გამოვა მოპატიჟება ძალაშია! გელოდები“! – წერს სოციალურ ქსელში.

საქმე ეხება ზანგურისა და უფლებადამცველ თეა თუთბერიძის შორის ფეისბუქკომენტარებში წარმოქმნილ კონფლიქტს, სადაც ბესო ზანგური წერს, რომ როცა ბაჩო საპატიმროს დატოვებს, ნამდვილი სასჯელი მისი საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ აღსრულდება.

ანი ნადარეიშვილი კომენტარების ფოტოებსაც აქვეყნებს.

დატოვეთ კომენტარი