ივლისი 25, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“იმედგაცრუებულები ვართ” – კელი დეგნანი

“ეს იყო ძალიან სამწუხარო დღე” – ასე აფასებს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს. 

როგორც კელი დეგნანი, ამბობს, აშშ ძალიან დიდ ძალისხმევას დებს საქართველოში საპოლიციო ძალების განვითარებაში და მათი შესაძლებლობები ბევრად გაუმჯობესებული უნდა იყოს.

“ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მიღებული ცოდნა და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, როცა ნათელი გახდა, რომ ამ ხალხში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ძალადობდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს ძალადობას არც ერთ ვითარებაში. რა თქმა უნდა, არ უჭერს მხარს ძალადობრივ ქმედებებს მოქალაქეების ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებდნენ”, – ამბობს დეგნანი. 

მისივე თქმით, 5 ივლისი ასევე იმედგაცრუება იყო ქართველებისთვისაც და მოულოდნელობა იყო იმ ქვეყანაში, “რომელიც ცნობილია ტოლერანტობით”. დეგნანის თქმით, საქართველო “უკან დგამს ნაბიჯებს ამ ღირებულებებისგან

დატოვეთ კომენტარი