ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

შვილი დარჩა, რომელიც დედის სიკვდილს შეესწრო – ვინ არის ქალი, რომელსაც ავტომობილი საკუთარ სახლთან დაეჯახა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალი, 40 წლის თამუნა ჭიკაძეა.

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს, 15 წლის გოგონა დარჩა, რომელიც დედის სიკვდილს შეესწრო.

„საოცრად კარგი გოგო იყო. 15 წლის შვილი დარჩა, რომელიც დედის სიკვდილს შეესწრო. უმძიმესი ამბავია, მთელი სოფელი ტირის„,- თქვა „პრაიმტაიმთან“ გარდაცვლილის ნათესავმა.

თამუნა ჭიკაძეს რამდენიმე წლის წინ, მეუღლეც ტრაგიკული შემთხვევით გარდაეცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი, ტყეში, უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა 9 ივლისის საღამოს მოხდა.

ახალგაზრდა ქალს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაეჯახა. ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შეჯახების შედეგად მიღებული ტრამვებით, თამუნა ჭიკაძე, ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი