ივლისი 25, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“მთავარი” “ტვ პირველი” “ფორმულა” სააკაშვილის მიერ იმართება – ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოში თავისუფალი, მიუკერძოებელი მედია და ჟურნალისტები განვითარდნენ. მან მთავრობის სხდომაზე ისევ ოპოზიციური და კრიტიკული მედია დაადანაშაულა.

“მოდით თავს ნუ მოვიტყუებთ აქ, ზედმეტი კეკლუცობა არაა საჭირო, ვთქვათ პირდაპირ, ოპოზიციური ტელევიზიები, “მთავარი”; “ტვ პირველი”; “ფორმულა” პირდპაირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფინანსებით, შესაბამისად, მათი დღის წესრიგი და ნაცმოძრაობის, რევანშისტული, რადიკალური ძალის დღისწესრიგი არის აბსოლიტურად იდენტური. მათ აქვთ ერთი მიზანი როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება და ისევ ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც რა თქმა უნდა, მიუღწეველია”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი მტკიცებით, “ქართული ოცნება” მოახლოებულ არჩევენებს დამაჯერებლად მოიგებს და ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწევს წაგება.

დატოვეთ კომენტარი