ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

მთავრობას მოვუწოდებთ დაიცვას ყველა, მათ შორის უმცირესობა და პრესა -საფრანგეთის ელჩი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მთავრობას მოუწოდეს, შეწყვიტონ “განხეთქილების გამომწვევი” განცხადებების გაკეთება.

“ჩვენ, დიპლომატებს, გუშინ შეხვედრა გვქონდა შსს-ში. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ დიდი იმედგაცრუება, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და თბილისში 5 ივლისს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო. განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, მთავრობას მოვუწოდებთ აიღოს ვალდებულება, დაიცვას ყველა, მათ შორის უმცირესობა და პრესა”, – წერს ელჩი.

We diplomats had a meeting yesterday at the MIA. We reaffirmed strong disappointment with the breakdown of const order, massive violations of HR on 7/5 in Tbilisi. Instead of divisive words, we called on govt to recommit to protect all incl minorities, 🏳️‍🌈, press.— Diégo Colas (@ColasDiego) July 13, 2021

ელჩებმა გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ისე დატოვეს, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დატოვეთ კომენტარი